|
2020-07-31 23:22:15, 3793 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ ქვეყნის სტაგნაცია მუდმივად დააბრალოს „ნაციონალურ მოძრაობას“
„ქართულ ოცნებას“ არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ ქვეყნის სტაგნაცია მუდმივად დააბრალოს „ნაციონალურ მოძრაობას“ , - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის ეთერში ანა დოლიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ორპოლუსიანობის დანგრევა სახელმწიფოებრივი ამოცანაა. "პირველი, მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოებრივი ამოცანაა ამ ორპოლუსიანობის დანგრევა. "ქართულ ოცნებას" არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ ქვეყნის სტაგნაცია მუდმივად დააბრალოს "ნაციონალურ მოძრაობას". მეორე, რამდენადაც ეს ქვეყანა იქნება დემოკრატიული, მნიშვნელობა მიენიჭება ხალხის დაკვეთას. თუ ეს ქვეყანა დარჩება დემოკრატიად იქნება ტელევიზიები, იქნება ახალი სახეები პოლიტიკაში და იქნება იმის შესაძლებლობა, ადამიანებმა ბიულეტენში რაღაც გვარი შემოხაზონ, მაშინ ეს ხალხის დაკვეთა გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში. თუნდაც ახლა, ეს სიმბოლური ფაქტი, ეროვნული მნიშვნელობის ეთერია და მე ერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარი ვარ აქ და ვსაუბრობ იმაზე, რომ დავასრულო ეს დღის წესრიგი,"- განაცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)