00:28 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-31 15:20:14, 3701 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - საქართველოს მეგობრების ამოცანაა, ცივილიზებული ფორმით სცადონ, რომ ივანიშვილმა ქვეყანა მეტ შარში არ გახვიოს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყანაში არსებული ვითარება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების და ქართული საზოგადოების შეშფოთებას იწვევს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ყველა მეგობრის ამოცანაა, ცივილიზებული ფორმით სცადონ, რომ ივანიშვილმა ქვეყანა მეტ შარში არ გახვიოს.

„ეს არის საერთო სურათი, რომელსაც ხედავენ ჩვენი პარტნიორები და როგორც ქართული საზოგადოების შეშფოთებას იწვევს საითაც მიყავს ივანიშვილს ქვეყანა, ასევე იწვევს მათ შეშფოთებას. ბოლომდე მათ იგნორირებას ის ვერ ახერხებს. ამის მაგალითია ქართული საზოგადოების წნეხთან ერთად ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ მიგვეღო ის საარჩევნო მოდელი, რომელიც მათ არ სურდათ, მაგრამ მაინც ვირეშმაკობს. ეს ვირეშმაკობა არის სახიფათო და საზიანო ქვეყნისთვის. ამიტომ, ბუნებრივია საქართველოს ყველა მეგობრის ამოცანაა ამ ცივილიზებული ფორმით სცადონ, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტ შარში არ გახვიოს ივანიშვილმა და სწორედ ამას ემსახურება ეს გზავნილი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics