|
2020-07-30 23:08:47, 3900 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა ფარულავა - “ქართული ოცნება” არის დამნაშავე რეჟიმი, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღნიშნავენ
“ქართული ოცნება” არის დამნაშავე რეჟიმი, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღნიშნავენ“ , - ამის შესახებ მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა, ნიკა ფარულავამ გამართულ აქციაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ რურუას ციხეში დატოვებით მმართველმა გუნდმა უარი თქვა 8 მარტის შეთანხმებაზე, რომელიც საწინდარი იყო დემოკრატიული არჩევნების. “ქართული ოცნება” არის დამნაშავე რეჟიმი, ვინაიდან მათ ჰყავთ პოლიტპატიმრები, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღნიშნავენ. გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებით ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა უთხრა ყველას, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას არ აპირებს და უთხრა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე დაშინების, ძალადობისა და პოლიტიკური რეპრესიების ფონზე ჩაივლის, 8 მარტის შეთანხმება კი ამის წინააღმდეგ იყო“, - განაცხადა ნიკა ფარულავამ. შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „შეცვალემ“ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა მმართველი გუნდის ოფისს მიმდინარე ტერიტორია სიმბოლურად ყვითელი ლენტი შემოსაზღვრეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)