|
2020-07-30 16:45:36, 3779 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: ანაკლიის კონსორციუმი ცდილობს საკითხის პოლიტიზებასა და ხელის შეშლას ახალი ინვესტორის მოძიებაში
„როდესაც ანაკლიის კონსორციუმი უჩივის საქართველოს სახელმწიფოს, ჩემი აზრით, ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია - ეს არის მხოლოდ საკითხის პოლიტიზებისა და იმის მცდელობა, რომ ხელი შეგვიშალონ ახალი ინვესტორის მოძიებაში. კონსორციუმმა ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები და თუ კი ვინმეს მიმართ შეიძლება ჰქონდეთ მათ პრეტენზია, უნდა ჰქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2015 წელს, ახლა არის 2020 წელი, როდესაც, ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს უკვე უნდა ჰქონოდა ახალი, მოქმედი ანაკლიის პორტი, მაგრამ, კონსორციუმმა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მთავრობის ხელშეწყობის მიუხედავად, ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა. „კონსორციუმმა ვერ შეაგროვა დაფინანსება და ვერ შეძლო პროექტის განხორციელება, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა გეგმაზომიერად მუშაობს საინვესტიციო-სატენდერო პაკეტის განახლებასა და ახალი ინვესტორის მოძიებაზე“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)