|
2020-07-30 15:37:20, 3565 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - თუ დანაშაულის ჩამდენს ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს, ეს არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის
თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ის რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს, ან ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიეერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას გიორგი რურუასთვის სასამართლოს მიერ 4-წლიანი სასჯელის მისჯის შესახებ. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის გამჭვირვალე, რომელიც ბოლო წლებში აშკარად პროგრესს განიცდის. „მართლმსაჯულების სისტემამ ადამიანთან დაკავშირებით გამოიტანა განაჩენი სისხლის სამართლის საქმეზე. რა თქმა უნდა, მე აქ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა და დამნაშავეა, პასუხისმგებლობა უნდა მოიხადოს და უნდა იჯდეს, ან გამოვიდეს, ან რაღაც სხვა იურიდიული ფორმები არსებობს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ჟურნალისტების კითხვას, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი გიორგი რურუას, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ შეწყალება სრულად პრეზიდენტის დისკრეციაა. „წარმოდგენა არ მაქვს პრეზიდენტი მას შეიწყალებს თუ არა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი უნდა იყოს ყველასთვის და სასჯელის აღსრულება და გარდაუვალობა არის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ის რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს, ან ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)