|
2020-07-30 12:36:52, 4391 ნახვა
რეგიონი
კახეთში რეგისტრირებულ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ წარმოშობის სერტიფიკატი რეგიონიდან გაუსვლელად აიღონ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ გურჯაანში, ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ რეგიონიდან გაუსვლელად - ,,ერთი ფანჯრის პრინციპით" სწრაფად და მარტივად ისარგებლონ ყველა სახის საბაჟო პროცედურით, ხოლო წარმოშობის სერტიფიკატის აღება დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე განახორციელონ. ამასთან, ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია საბაჟო პროცედურებთან და ფორმალობებთან, საბაჟოს დისტანციურ-ელექტრონულ სერვისებთან, სასაქონლო კოდების დადგენასთან, ნებართვა სერთიფიკატის საჭიროების განსაზღვრასთან და საბაჟო გადასახდელებთან დაკავშირებით. დღეის მონაცემებით, მებაჟე ოფიცრების მიერ, ქალაქ გურჯაანში, გაფორმებულია 497 საბაჟო დეკლარაცია და გაცემულია 440 წარმოშობის სერტიფიკატი. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების თანახმად, საქართველოდან ექსპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა. იმისთვის, რომ პროდუქცია საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდეს, მას წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი - EUR.1 უნდა გააჩნდეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)