12:11 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-29 12:11:51, 2484 ნახვა

საზოგადოება
ზემო ფონიჭალაში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 55 ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება

ზემო ფონიჭალაში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 55 ოჯახს 4 000 კვ.მ საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

დედაქალაქის მერის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართით  უზრუნველყოფს ის კომპანია,  რომელმაც მერიის მიერ ზემო ფონიჭალაში მდებარე  17 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვა.

„მინდა, შევეხო კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების თემას. სულ 3 500 ოჯახი იყო 90-იანი წლებიდან მოყოლებული და ეს ვალი სახელმწიფოს აღიარებული აქვს, ჩვენ დავპირდით ამ ადამიანებს, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით. უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, ბევრი ოჯახი უკვე საკუთარი ბინების მოლოდინშია, სადაც მშენებლობები მიმდინარეობს. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა 17 500 კვ. მ მიწის ნაკვეთზე, ზემო ფონიჭალაში და გვყავს უკვე გამარჯვებული შპს „პერსპექტივა“, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს დაზარალებული ოჯახები საცხოვრებელი ფართით თეთრი კარკასის მდგომარეობით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესს თანმიმდევრულად მივყვებით. მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას, თუ რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდება. ჩვენ პირობა გვაქვს ამ ადამიანებისთვის მიცემული, რომ აუცილებლად შევძლებთ მათ დაიბრუნონ თავიანთი საცხოვრებელი ფართები. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ პროცესი დაწყებულია და გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დაზარალებული ოჯახების ბინებით დაკმაყოფილების პროცესის  რიგითობის კრიტერიუმიც განმარტა და აღნიშნა, რომ რიგითობის განმსაზღვრელი, რაოდენობიდან გამომდინარე, ოჯახების სოციალური ქულები იქნება.  

„რიგითობას რაც შეეხება, აქაც მარტივი გამოსავალი ვნახეთ - სოციალური ქულების მიხედვით მივაწოდებთ ადამიანებს ბინებს. რადგან 3 500 ოჯახზეა საუბარი, შეუძლებელი იყო რიგითობის დადგენა. ამდენად, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების თანმიმდევრობის განმსაზღვრელი სოციალური ქულებია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა – ტრამპთან მთავარი თემა ანტიბალისტიკური თავდაცვა იქნება
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics