21:59 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-28 12:56:34, 8161 ნახვა

სხვადასხვა
ISFED-ს ანგარიში - ცესკო-ს ადმინისტრაციაში დანამატებისა და პრემიების გაცემა, ძირითად შემთხვევებში, დაუსაბუთებლად ხდება

„სამართლიანი არჩევნებმა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონიტორინგის შედეგების ანგარიშს წარადგენს.

 მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი 2016-2019 წლებში ცესკო-ს თანამშრომლების ანაზღაურების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას მოიცავს.

ორგანიზაციაში მთავარ აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ აღნიშნულ პერიოდში ცესკო-ს ადმინისტრაციაში დანამატებისა და პრემიების გაცემა, ძირითად შემთხვევებში, დაუსაბუთებლად ხდებოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ცესკო დადგენილებით აწესრიგებს ფულადი სახსრების განაწილების წესს საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის, რაც მათ მიერ მოთხოვნის ფორმების წარდგენის შემდეგ განისაზღვრება, არ არის განსაზღვრული ის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც ცესკოს ამ გადაწყვეტილებას, კერძოდ ერთგვაროვნების პრინციპის მიხედვით ფულადი სახსრების განაწილების წესს უფრო ნათელ და განჭვრეტად ჩარჩოებში მოაქცევს.

არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიების დახმარე და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების ოდენობებს.

არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები და საფუძვლები, რომელზე დაყრდნობითაც საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს მიერ დადგენილი ზღვრული თანხების ფარგლებში ადგენენ კონკრეტულ თანამდებობრივ სარგოს პოზიციების მიხედვით“, - ნათქვამია ანგარიშში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics