|
2015-09-05 15:22:10, 1073 ნახვა
სამხედრო
ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარეს
ავღანეთში „მტკიცე მხარდამჭერის“ მისიის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედროებმა ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ალფა“ ასეულის V ოცეულმა ფარვანის პროვინციაში, სოფელ ჯარჩიში სკოლის მოსწავლეებს „ბასტი-ბუბუს“ საბავშო ბაღის აღსაზრდელების მიერ გაგზავნილი სასკოლო ნივთები და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს. ქართული ოცეული ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობაზე ესაუბრა. ჰუმანიტარული ოპერაცია ექვს საათს გაგრძელდა. სამშვიდობო ოპერაციაში ოცდასამმა ქართველმა და ხუთმა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. ოპერაციაში ხუთი ჯავშანმანქანა „მაქსპრო“ იყო ჩართული. ჰაერიდან ოპერაციის უსაფრთხოებას „აპაჩის“ ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი უზრუნველყოფდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში კოალიციურ ძალებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს. ქართული ბატალიონი ფარვანის პროვინციაში მდებარე ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)