|
2020-07-25 13:25:53, 7215 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის საგარეო უწყება აია-სოფიას გახსნასთან დაკავშირებით საბერძნეთის მიერ გამოხატულ რეაქციას „მტრულს“ უწოდებს
თურქეთის საგარეო უწყება აია-სოფიას გახსნაზე საბერძნეთის მიერ გამოხატულ რეაქციას „მტრულს“ უწოდებს. აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის ჰამი აკსოის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, გუშინ 86 წლის შემდეგ აია-სოფიაში პირველად ჩატარდა ისლამური ლოცვა (პარასკევის ლოცვა). საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის რაც სტამბულში ხდებოდა „არა სიძლიერის, არამედ სისუსტის დასტური იყო“. საბერძნეთში მართლმადიდებელმა აქცია გამართეს. აქტივისტებმა აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება გააპროტესტეს. მათ ქალაქ სალონიკში თურქეთის დროშა დაწვეს. შეგახსენებთ, რომ აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი ქემალ ათათურქის ბრძანებით 1934 წელს მიენიჭა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აია-სოფიას მუზეუმის კვლავ მეჩეთად გადაკეთების შესახებ განკარგულება 10 ივლისს გამოსცა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)