|
2020-07-24 17:10:20, 3180 ნახვა
საზოგადოება
თოიძის N14-ში საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
ჩუღურეთის რაიონში, თოიძის ქუჩა N14-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. შენობა, სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობს, მწვავედ ავარიულია. პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკველი და კედლები გამაგრდება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი და წერტილოვანი საძირკველი. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, არსებული საფრთხე მოიხსნება და ადგილობრივების საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. გამაგრების სამუშაოებისთვის, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 107 145 ლარია გამოყოფილი. მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მსგავსი ტიპის სამუშაოები ჩუღურეთის რაიონში პარალელურად, ცხრა მისამართზე მიმდინარეობს.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)