|
2020-07-24 16:50:58, 3927 ნახვა
რეგიონი
მაწყვალთის მოსახლეობა მალე ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს
სოფელ მაწყვალთის მოსახლეობა მალე ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. მუნიციპალიტეტის მერია, განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მაწყვალთის ცენტრის კეთილომოწყობაზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. პროექტი, შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ დღეს ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილობრივებს შეხვედრის დროს გააცნო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა, ბეტონის საფარის დაგება, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მოაჯირების და სველი წერტილის რეაბილიტაცია, სოფლის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ჩანჩატურის მშენებლობა, გარე განთების მონტაჟი, დეკორატიული სკამებისა და ურნების განთავსება. ,,ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც ღია ფორმატის შეხვედრების დროს გამოიკვეთა და ძირითადად ინფრასტრუქტურას უკავშირდებოდა, მაქსიმალურად აგვესახა 2020 წლის ბიუჯეტში. ჩვენი მიზანია თანდათანობით მოგვარდეს, მოწესრიგდეს სოფლებში ინფრასტრუქტურა და ადგილობრივებს ქონდეთ ცხოვრების ნორმალური პირობები. მიმდინარე წელს დაიწყება ასევე ტბეთისა და ბუთურაულის ცენტრების კეთილმოწყობა. პროცესი გაგრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს ყველა სოფელს, სადაც ამის საჭიროებაა“ - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)