|
2020-07-24 15:33:14, 10340 ნახვა
სხვადასხვა
ვაკის რაიონს 14 დასასვენებელი სივრცე შეემატა
ვაკის რაიონის გამგეობამ, სხვადასხვა უბანში გამწვანებული სივრცეების მოწყობა-განახლება 14 მისამართზე განახორციელა. ექვსი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა, რვა მისამართზე კი, პროცესი მიმდინარეობს. პროექტების განხორციელება ადგილობრივების თხოვნების საფუძველზე და მათი უშუალო ჩართულობით მოხდა. სამუშაოების შედეგად, სხვადასხვა მისამართზე მოეწყო დასასვენებელი ზონები ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის, საბავშვო-გასართობი მოედნები კომპლექსური ატრაქციონებით, გადახურული პავილიონები. სკვერებში დამონტაჟდა განსხვავებული ტიპის სკამები და სხვა ურბანული ავეჯი. მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები. დაირგო სხვადასხვა მცენარე და ბალახი. დასრულებული დასასვენებელი სივრცეების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე გამგეობის ბიუჯეტიდან 572 300 ლარი დაიხარჯა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)