|
2020-07-24 15:15:36, 3346 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: ანტიკრიზისული გეგმის პროგრამების დაწყებიდან დღემდე, 30,000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა, ჯამურმა ფართობმა 10,000 ჰა-ზე მეტი შეადგინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მიწის რეგისტრაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. რეგისტრაცია გახდა აუცილებელი პირობა სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობისთვის. იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის კუთხით. ეს პროცესი, სავარაუდოდ, 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამითა და აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა მხოლოდ იმ ფერმერებს აქვთ, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული აქვთ და ასევე მათ, ვინც მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას მოახდენენ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების დაწყებიდან დღემდე, 35,000-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მოახდინა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაცია, ჯამში დარეგისტრირდა 30,000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომლის საერთო ფართობმა 10,000 ჰა-ზე მეტი შეადგინა.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)