|
2020-07-24 15:10:08, 3171 ნახვა
საზოგადოება
მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე მეფუტკრე-ფერმერებს სემინარი ჩაუტარდათ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე, ადგილობრივ მეფუტკრე-ფერმერებს სურსათის უვნებლობაზე, სკების რეგისტრაციაზე, ფუტკრის დაავადებებსა და დედა ფუტკრის ექსპორტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს და კავკასიის მეფუტკრეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სემინარი ჩაუტარეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა სტუმრებს მუხურის მეფუტკრეობის ბაზა დაათვალიერებინეს და ქართული რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის სასელექციო სამუშაოები გააცნეს. ბაზაზე ენდემური პოპულაციების შენარჩუნების და გავრცელების სამუშაოების გარდა, მეგრული პოპულაციის ნარევი ფუტკრისგან გაწმენდის სამუშაოებიც მიმდინარეობს. მუხურის მეფუტკრეობის ბაზა 2017 წლის ბოლოს გაიხსნა, ბაზაზე ფერმებისა და დაინტერესებული პირებისთვის სისტემატურად ეწყობა სემინარები ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)