|
2020-07-24 13:41:32, 2835 ნახვა
საზოგადოება
ტიკარაძე - კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნა საზოგადოებისთვის დიდი მონაპოვარია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის“ გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ცეტრი ქართული საზოგადოებისთვის დიდი მონაპოვარია და არის ორი ქვეყნის მეგობრობისა და პარტნიორული თანამშრომლობის სიმბოლო. „რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის პრევენცია, მაგრამ რეაბილიტაცია არის ასევე უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ დავეხმაროთ ყველა ჩვენს მოქალაქეს რათა შეძლონ თავისი სიცოცხლის ხარისხის გაუჯობესება. ამისათვის ნამდვილად საჭიორა მაღალკვალიფიციური დახმარება. კენ ვოლკერის ამ იდეამ ნამდვილად ცხადო, რომ ერთობლივი ძალისხმევით ბევრი რამ არის შესაძლებელი. ეს ცენტრი ნამდვილად იქნება ჩვენი პაციენტების და საზოგადოებისთვის ძალიან დიდი მონაპოვარი. დღესდღეობით კლინიკაში მომსახურეობას მიიღებს 200 ბავშვი და 250 მოზრდილი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სპეციალისტი, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე აღიზრდება შეძლებს და დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს საჭირო უნარჩვევების შეძენაში და რეაბილიტაციაში. მე მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველა იმ განხორციელებული პროექტისთვის და მათი ხარისხისთვის, რომელიც მათ ასე ახასიათებთ“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)