|
2020-07-23 20:46:23, 4499 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ღომას და საყენდრიას მთებში მოიალაღეებს შეხვდა
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედა შუახევის მერმა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ღომას და საყენდრიას მთებში გამართა. შეხვდა უჩამბის, ცინარეთის, წაბლანის სეზონურად მაცხოვრებლებს და მთაში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. ადგილობრივებს მოახლოებული სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა“ მიულოცა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ესაუბრა. მოიალაღეებს ტკბილეული, პატარებს საჩუქრად ბურთები მიუტანა და მოულოდნელი სტუმრობით გაახარა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსახლეობა უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით. მოიალაღეებს, სეზონის დასრულებამდე მოემსახურება თსპ ექთანი და პერიოდულად მოხდება ამბულატორიის ექიმების გასვლაც. როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები სარგებლობენ უფასო მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამით. ,,ძალიან საჭიროა ასეთი ტიპის შეხვედრები. ეს უშუალო და პირდაპირი კომუნიკაცია გვაძლევს საშუალებას ჩვენი გეგმები გავაცნოთ მოსახლეობას და მოვისმინოთ ასევე მათი საჭიროებები. შევუქმნათ კარგი პირობები, მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა, ავითვსოთ მთის რესურსები და გავხადოთ უფრო მიმზიდველი ტურისტული თვალსაზრისით, რათა მთამ შეინარჩუნოს ძველი ტრადიციები და ჰყავდეს მეტი სტუმარი, განვითარდეს სამთო ტურიზმი“ , - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)