05:14 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 18:18:26, 3094 ნახვა

სამართალი
მარიამ ჯიშკარიანი - თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე შორს წასული გვამური მოვლენების გამო, ტრავმული დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელი იყო

შორს წასული გვამური მოვლენების გამო თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე ტრავმული დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები. ამ ექსპერტიზისათვის ნიმუშები აღებულია.

„ხილული ტრავმული დაზიანებები არ აღინიშნებოდა. შინაგანი გამოკვლევით ძვლების ტრავმული დაზიანება არ გამოვლენილა. ცეცხსასროლი ან სხვა სახის ჭრილობები არ იქნება ნანახი. გამოვლინდა შორს წასული მოგვიანებითი მოვლენები. სხეულის ზედაპირული დაზიანებები, სისხლნაჟღენთებისა და სხვა ტრავმული დაზიანების სხვა შედეგების აღმოჩენა შეუძლებელი იყო მკვეთრად გამოხატული და შორს წასული გვიანი გვამური მოვლენების გამო. წინასწარი მონაცემებით, სიკვდილის ხანდაზმულობა 3-7 დღეა. სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები. ამ ექსპერტიზისათვის ნიმუშები აღებულია“, - აღნიშნა ჯიშკარიანმა ბრიფინგზე.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics