14:32 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 15:44:45, 2568 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილში, ალექსიძის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილში, ალექსიძის ქუჩაზე, 8 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ამ ეტაპზე, სკვერის დემონტაჟის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. პროექტის მიმდინარეობას თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად გაეცნო.

„ვარკეთილს წლის ბოლოს კიდევ ერთი განახლებული სკვერი შეემატება. ეს არის დაახლოებით, ერთ ჰექტრამდე ტერიტორია, რომელიც მთლიანად მოწესრიგდება. ტერიტორიაზე საფეხმავლო, ველობილიკები და შადრევანი მოეწყობა. განახლდება გამწვანება და დაახლოებით, 1 000-მდე ძირი ხე-მცენარე დაირგვება. ვფიქრობ, რომ ამ უბანს კიდევ ერთი ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე ექნება, რომელიც ყველა იმ საშუალებით აღიჭურვება, რაც მოქალაქეებს დასვენებისა და გართობის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

რეაბილიტაციის ფარგლებში, საფეხმავლო და ველობილიკებთან ერთად, საბავშვო და სპორტული მოედნები, განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები მოეწყობა. ტერიტორიაზე  განთავსდება სკამები და ურნებიც.

გარდა ამისა, სკვერის ტერიტორიაზე დაირგვება სხავდასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაიგება ბალახის საფარი. ასევე, მოეწყობა შადრევანი და წყარო.

ადგილზე თბილისის მერის მოადგილესთან ერთად, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე იმყოფებოდა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics