23:19 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 14:48:11, 4233 ნახვა

პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ბექა ნაცვლიშვილი ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვენ

პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას მოითხოვს.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გომელაური დაკავებულია წინასაარჩევნო კამპანიით და ახდენს პოლიციის პოლიტიზებას.

„პოლიტიკური გაკოტრების წინაშე მდგარი „ქართული ოცნება“ აგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ მავნე პრაქტიკას, როცა ის იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მისი ვიწროპარტიული საარჩევნო ინტერესებისთვის. ნაცვლად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი დაკავებული იყოს დანაშაულის პრევენციისა და დანაშაულების სწრაფი გამოძიებით, რისი მომსწრენიც გავხდით ახლო წარსულში, ის დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართვით საარჩევნო პროცესში. ამას მოწმობს თუნდაც ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად კონცელიძის დასახელება აჭარაში, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის. აჭარაში უკვე ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კონცენტრირება საარჩევნო პროცესის ირგვლივ, ამიტომ პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ მოითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადადგომას, რადგან ის ვერ ართმევს თავის ფუნქციას, რომ უზრუნველყოს დანაშაულის პრევენცია და დანაშაულის სწრაფი გახსნა, არამედ დაკავებულია წინასაარჩევნო კამპანიით და ახდენს პოლიციის პოლიტიზებას“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics