18:37 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 11:10:53, 3947 ნახვა

კომენტარი
პრემიერი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე - გაურკვეველ პირობებში ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება უაღრესად მძიმე შემთხვევაა

ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის უაღრესად მძიმე შემთხვევა, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საკითხს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ოჯახის ტრაგედიას სცდება და ქვეყნის ტრაგედიაა.

„აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო ტრაგიკულ მოვლენას. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის უაღრესად მძიმე შემთხვევა. პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს. ეს ტრაგედია სცდება ოჯახს, ესაა ქვეყნის ტრაგედია დ უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავს ტრაგიკულ მოვლენებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ.

მინდა შსს-ს კიდევ მოვუწოდო მოქალაქეების პროაქტიული ინფორმირებულობისკენ. აუცილებელია საქმის სწრაფი და ეფექტური გამოძიება, მაგრამ ამასთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმირება“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics