06:37 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 13:13:38, 7254 ნახვა

სამხედრო
მე-20 კადრირებულ ბრიგადაში რეზერვისტების დამსაქმებლებს უმასპინძლეს

თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში ტერიტორიული რეზერვისტების მორიგი გეგმიური შეკრება გაიმართა.

რეზერვისტების შეკრებას პირველად დაესწრნენ მათი დამსაქმებლები საჯარო და კერძო სექტორიდან, რომლებსაც სამხედრო ქვედანაყოფში თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლეს. თელავში იმყოფებოდა ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანიც.

ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიული რეზერვის დამსაქმებლებს მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალებთან და ეროვნულ გვარდიასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და დასაქმებულების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს და შეკრების ფარგლებში რეზერვისტთა მომზადების მიმართულებები გააცნეს. სტუმრებს ბაზის დათვალიერების, რეზერვისტების საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ. მათ საცხოვრებელი ყაზარმები, საკლასო ოთახები, მართვის ცენტრი მოინახულეს და იმ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გაეცნენ, რასაც 201-ე ბატალიონის სარეზერვო ასეულში ჩარიცხული რეზერვისტები გადიან. ბაზაზე ვიზიტის ფარგლებში, დამსაქმებლებმა „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

ღონისძიებაზე გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებიც იმყოფებოდნენ. დასასრულს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა და ბრიგადის მეთაურმა მოწვეულ სტუმრებს მადლობის სიგელები გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics