|
2020-07-22 12:06:52, 7701 ნახვა
სხვადასხვა
ქვემო სამგორში არსებულ მიწის ნაკვეთზე პროექტი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად განხორციელდება
თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგეობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ქვემო სამგორში, ნაკადულის ქუჩის მესამე გასასვლელში არსებულ მიწის ნაკვეთზე განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით, ადგილობრივებთან კომუნიკაცია დაავალა. კახა კალაძის განცხადებით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სპორტული მოედნის მოწყობის ინიაციატივით გამოვიდნენ. „ჯერ კიდევ ორი წლის წინ ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ძალიან აქტიურობდნენ, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე სპორტული მოედანი და რეკრეციული სივრცე მოწყობილიყო. ჩვენ მოვახერეთ, რომ ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტს გადმოეცა. მინდა, დავავალო როგორც სამგორის რაიონის გამგეობას, ასევე, ჩვენს სამსახურებს, რომ ადგილობრივების ჩართულობით განვსაზღვრეთ, თუ რისი გაკეთების სურვილი აქვთ ახალგზარდებს. მათი სურვილი იყო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საფეხბურთო მოედნის პროექტი განხორციელებულიყო. ჩვენი მხრიდან იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, ყველაფერი გაკეთდება ისე, როოგორც ყველა სხვა შემთხვევაში ვიქცევით. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ რეკრეაციულ სივრცეებს, სპორტულ მოედნებს და ამ შემთხვევაშიც, პროექტი მაღალ დონეზე განხორციელდება. მთავარია, ადგილობირვების ჩართულობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 2 523 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ქვემო სამგორში, წმინდა ბარბარეს უბანში, ნაკადულის ქუჩის მესამე გასასვლელში მდებარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)