|
2020-07-21 17:29:09, 1879 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: FAO-ს 2020 წლის პროგნოზით, უდაბნოს კალიის გეოგრაფიული არეალის გაზრდა საფუძველს მოკლებულია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოში უდაბნოს კალიის მიგრაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „ბევრი არაკომპეტენტური და არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა საქართველოში უდაბნოს კალიის შემოსვლასა და გავრცელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მავნებელი საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს დაფიქსირებულა. არსებობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევები. FAO-ს 2020 წლის პროგნოზით, მავნებლის გეოგრაფიული არეალის გაზრდა საფუძველს მოკლებულია. არც ერთი სპეციალისტი არ იზიარებდა მოსაზრებას გავრცელების შესაძლებლობაზე. აღნიშნულის შესახებ ჩვენ მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდეთ. თუმცა, აღმოსავლეთ საქართველოში - კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ფიქსირდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელი იტალიური კალია. აღნიშნულ მავნებელთან ბრძოლა ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელსაც ყოველწლიურად ვახორციელებთ. ეს მავნებელი, დიდწილად, აზიანებს ჩვენს სასაზღვრო რაიონებს, მათი მიგრაცია ხდება ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. წელს, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, კალიებთან ბრძოლა გვიწევს როგორც მთლიანად კახეთში, ისე ქვემო ქართლში, თბილისის შემოგარენში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელთან ბრძოლა მნიშვნელოვანია მოსავლის გადარჩენის, მწვანე საფარის შენარჩუნების და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)