|
2020-07-21 11:26:58, 18549 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ახალი შემთხვევებიდან ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს წარმოადგენს, ხოლო სამი შემოტანილია, საიდანაც ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ორი კი საკარანტინე სივრციდანაა. „გუშინ ქვეყანაში გვყავდა 1039 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ათი ახალი შემთხვევა და გვყავს 1049 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ სამით გაიზარდა და ამჟამად არის 903. ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 86%-ია, ხოლო კოვიდ ცენტრებში 168 პაციენტი მკურნალობს. ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, სამი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ორი საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევებია. ორ პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. ჩვენს ცენტრში დღეს გვყავს 26 დადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთელებული გუშინ არ გვყოლია, შეგვემატა 3 ახალი პაციენტი. მათგან 2 გახლავთ ჩვენს ცენტრში მკურნალობაზე მყოფი პაციენტების კონტაქტები, ხოლო 1 პაციენტის წყაროს დადგენა მიმდინარეობს კვლევის სახით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)