16:35 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-20 23:36:32, 2213 ნახვა

საზოგადოება
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 55-ე კმ-ზე, სავალი ნაწილის გაფართოვების მიზნით, დაგეგმილია კლდის ფერდის ჩამონგრევა (აფეთქება მცირე მუხტებით). სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2020 წლის 22 ივლისს, 12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, პერიოდულად (დამოკიდებულია ჩამონაშალი მასის მოცულობაზე), საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics