|
2020-07-20 15:49:52, 5144 ნახვა
რეგიონი
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის აჭარაში ტრენინგები დაიწყო
განთავსების ობიექტებში სტუმრების უსაფრთხოება, ჰიგიენის დაცვა და სასტუმროს დასუფთავება კოვიდ სტანდარტების გათვალისწინებით - ის მთავარი თემებია, რომლის შესახებაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბათუმში ტრენინგები დაიწყო. ორკვირიან თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებზე მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე გადიან პრაქტიკულ სწავლებას, როგორებიცაა კოვიდ სტანდარტების დაცვით სასტუმრო ნომრებისა და სხვა სივრცეების დასუფთავება, შრომითი უსაფრთხოება, სტუმართან სწორი კომუნიკაცია, სხვადასხვა ტიპის ქსოვილების, ზედაპირების რეცხვა-დასუფთავების სპეციფიკა და დასუფთავების სამსახურის როლი სასტუმროში. ტრენინგები ბათუმში 26 ივლისამდე ჩატარდება. მას რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურების თანამშრომლები ესწრებიან. ტრენინგი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სხვა ტრენინგ-სემინარების მსგავსად უფასოა და ბათუმის შემდეგ ის ქობულეთში ჩატარდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, ბოლო წლებში რეგიონში 3000-ზე მეტი ტურისტული სერვისის მიმწოდებლისთვის ჩაატარა ტრენინგები. გასულ წელს, ამ მიმართულებით არაერთი საჯარო ლექცია, სემინარი და თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი გაიმართა, მათ შორის მთიანაჭარაში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და მარნების წარმომადგენლებისთვის.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)