|
2020-07-20 15:41:46, 4923 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი - ჩვენ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკით და გუნდით, მოვიგებთ არჩევნებს
„ჩვენ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკით, პასუხისმგებლიანი გუნდით, მოვიგებთ ამ არჩევნებს" - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. „დღეს, „ქართული ოცნება" ხსნის წინასაარჩევნო კამპანიას და ამ კამპანიაში ყველა - ქართული ოცნების წევრი და მხარდამჭერი, განურჩევლად ასაკისა, განურჩევლად თანამდებობისა, ვიქნებით ბოლომდე ჩართული იმისთვის, რომ ჩვენ ხელისუფლებაში შევძლოთ იმ ხაზის გაგრძელება, რაც დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ. ეს არის კვლავაც ერთად ბრძოლა და შრომა საქართველოს წარმატებისთვის, განვითარებისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის და რაც მთავარია - მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რადგან დემოკრატიის მშენებლობა, ეკონომიკურ აღმასვლაზე მუშაობა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს ოკუპაციის პირობებში, იმ გეოპოლიტიკურ გარემოში რომელშიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა და ცხოვრობს საქართველო. ამიტომაც, ჩვენ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკით, პასუხისმგებლიანი გუნდით მოვიგებთ ამ არჩევნებს და გავაგრძელებთ შრომას იმისთვის, რომ მომავალი 4 წლის შემდეგ საქართველო იყოს კიდევ უფრო ძლიერი, მშვიდობიანი და გამთლიანებული"- განაცხადა თეა წულუკიანმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)