|
2020-07-18 17:40:19, 5592 ნახვა
რეგიონი
ავთანდილ თალაკვაძე: გურჯაანის სასწრაფო დახმარებას რეანიმობილი გადაეცა, რომელიც მთელ კახეთს მოემსახურება
დღეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გურჯაანის რაიონულ სამსახურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეანიმობილი განთავსდა. მაღალი გამავლობის რეანიმობილი მთელ კახეთს მოემსახურება და განსაკუთრებით კრიტიკული პაციენტების სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. „დღეს ჩვენმა სამსახურმა გურჯაანის სასწრაფო დახმარებას გადასცა რეანიმობილი, რომელიც მთელ კახეთს მოემსახურება. რეანიმობილი აღჭურვილია უახლესი აპარატურით. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი კრიტიკული პაციენტებისთვის, რომელთა კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანაა აუცილებელი. აღნიშნული კიდევ უფრო გააუმჯობესებს გადაუდებელი დახმარების ხარისხს ქვეყანაში“ - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ. დღეს ასევე გაიხსნა გურჯაანის სასწარფო დახმარების ახალი შენობა. აღნიშნულთან დაკავშირებულ ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - ილია ბეგიაშვილი, კახეთის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის მერი - არჩილ ხანდამაშვილი ესწრებოდნენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)