|
2020-07-17 13:20:18, 4882 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სეტყვის შედეგად დაზარალებულ 1276 ოჯახს 638 681,29 ლარს გამოუყოფს
აჭარის მთავრობა რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სეტყვის შედეგად დაზარალებულ 1276 ოჯახს 638 681,29 ლარს გამოუყოფს. ფინანსური დახმარება მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მოსული სეტყვის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე გაიცემა. სტიქიამ ერთწლიანი კულტურები დააზიანა, ზოგიერთ სოფელში კი სრულად გაანადგურა. დაზარალებული ოჯახების კომპენსირების საკითხი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს. სხდომას მინისტრი ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები და მუნიციპალიტეტების მერები. კომისიის რეკომენდაციით: • ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 490 ოჯახზე გამოიყოფა 332 115,335 ლარი • შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 199 ოჯახზე 70 636,65 ლარი • ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 587 ოჯახზე 235 929,31 ლარი სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია დასამტკიცებლად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება. 2020 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ფინანსური დახმარება დღემდე გაიცა 112 ოჯახზე, გამოიყო 1 721 971 ლარი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)