07:52 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-17 13:16:15, 4642 ნახვა

კომენტარი
კუჭავა - „ედისონ რისერჩის“ კვლევები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ მყარად, დამაჯერებლად ლიდერობს და უმრავლესობის მოპოვება არ გაუჭირდება

„ძალიან მყარად და დამაჯერებლად ლიდერობს „ქართული ოცნება“  და პირველ რიგში, ხაზს უსვამს, რომ უმრავლესობის მოპოვება არ გაუჭირდება“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

მისი თქმით, წლების განმავლობაში ატარებდნენ ამ კვლევებს, რაც არასდროს ემთხვეოდა საბოლოო შედეგებს, საკმაოდ მაღალი აცდენებიც იყო და მათი ნდობა რთულია.

„ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დავინტერესდეთ, ვინ აკეთებს, საველე სამუშაოებს და  მარტივია, შემდეგ მივხვდეთ, რომ ეს კვლევები არ არის სიზუსტესთან  და იმ რეალურ სურათთან ახლოს, რომელიც შეიძლება მათ დაენახათ, მაგრამ არ უნდოდათ ეს გადმოეცათ. ფაქტი ერთია, რომ ამ კვლევებშიც კი მათ ვერ შეძლეს არ ეჩვენებინათ, თუ რამდენად წინ არის „ქართული ოცნება“ მთლიანად აღებული ოპოზიციური სპექტრის რეიტინგთან, მაგრამ აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ თუ ჩვენ შევხედავთ ამას ალოკაციის შემდეგ, თუ როგორ სურათს შეიძლება ვხედავდეთ, აქაც ძალიან მყარად და დამაჯერებლად ლიდერობს „ქართული ოცნება“  და პირველ რიგში, ხაზს უსვამს, რომ უმრავლესობის მოპოვება არ გაუჭირდება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.​

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ამომრჩევლის 39% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics