21:20 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-16 13:56:09, 7249 ნახვა

მსოფლიო
თუ აზერბაიჯანი ცეცხლს შეწყვეტს, სომხეთი მზადაა მათ დაჭრილებისა და გარდაცვლილების გაყვანის საშუალება მისცეს

იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი ცეცხლს შეწყვეტს, სომხური მხარე მზადაა, მათ მისცეს უფლება, რომ ინციდენტისას დაჭრილი და გარდაცვლილი პირები გადაიყვანონ.

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში სომხეთის თვადაცვის მინისტრი შუშან სტეპანიანი წერს.

„იმ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ცეცხლს შეწყვეტენ, სომხური მხარე მზადაა მისცეს უფლება აზერბაიჯანს, რომ ინციდენტისას დაჭრილი და გარდაცვლილი პირები გადაიყვანონ“, - წერს სომხეთის თავდაცვის მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო მონაცემებით საზღვარზე მომხდარმა შეტაკებებმა 16 ადამიანი იმსხვერპლა.

გუშინ ღამით სომხეთისა და აზებაიჯანის საზღვარზე მდგომარეობა კვლავ დაიძაბა.  ორივე მხარე ადასტურებს, რომ გუშინ ღამით საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ოფიციალური ბაქოს განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სომხეთის თავდაცვის მინისტრმა კი ეუთო-ს წარმომადგენელს აზერბაიჯანის საზღვართან ვითარების გამწვავების შესახებ აცნობა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics