22:00 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-16 10:18:08, 9593 ნახვა

სხვადასხვა
ქავთარაძის N72-ში ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ადგილობრივების თხოვნის შესაბამისად, ქავთარაძის N72-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

სკვერში განთავსდება საბავშვო ზონა კომპლექსური ატრაქციონებით, დამონტაჟდება სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი, დაირგვება მცენარეები.

სამუშაოების მიმდინარეობისას ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა.

„გარკვეული დროის განმავლობაში, ამ მისამართზე მოსახლეობას სხვადასხვა თხოვნა ჰქონდა. შედგა რამდენიმე შეხვედრა. ადგილობრივების აქტიური ჩართულობით და მათი შეხედულებების გათვალისწინებით, დაიგეგმა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი. მალე ეზოში კეთილმოეწყობა დასასვენებელი სივრცე, ასევე, განახლდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სხვა საერთო ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტების დაფინანსების შედეგად, მათ საერთო ანგარიშზე დაგროვდება გარკვეული თანხა, რასაც ასევე, საკუთარი საერთო ქონების მოწესრიგებას მოახმარენ”, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცის მოწყობის პროექტის ღირებულება 125 500 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ამავე მისამართზე გამგეობის მიერ დაფინანსდა კორპუსის ოთხივე სადარბაზოს საერთო სარგებლობის კიბეების განახლება, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 35 000 ლარი დაიხარჯება და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციია, რაზეც 5 000 ლარია გამოყოფილი. კორპუსების უკანა ფერდობზე კი, კიბის მოწყობაა დაგეგმილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics