21:00 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-15 18:07:37, 3054 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ 30-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებული მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია 30-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს უახლოეს მომავალში წარადგენს.

როგორც კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში აღნიშნა, ამ საკითხზე მუშაობა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს.

„ჩვენი ამოცანა არის გუნდის განახლება და ამასთან ერთად, ჩვენი ამოცანაა წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე საარჩევნო პროგრამით, სადაც აისახება ყველა ის მიმართულება, რაც  დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან. სიაში იქნებიან როგორც ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები, ასევე იქნებიან ბუნებრივია ახალი სახეები. უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მომდინარეობს მუშაობა ამასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ყველა შემდგომ არჩევნებზე არის საჭირო გუნდის განახლება და ამ შემთხვევაშიც „ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით წარსდგება საზოგადოების წინაშე. კრიტერიუმი იქნება ობიექტური. ეს არის პროფესიონალიზმი და წესიერება.

ჩვენი ახალი კანონით დადგენილი ვალდებულება, რომ ყოველი მეოთხე სიაში უნდა იყოს განსხვავებული სქესის, თუმცა, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამის მიღმაც, კიდევ უფრო ფართოდ იქნებიან ჩვენს სიაში წარმოდგენილი ქალები. ამაზე აქტიურად გრძელდება მუშაობა. უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება" წარადგენს 30-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა სტრატეგიაზე, რომელიც საარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ ექნება.

მისი თქმით, კამპანია აგებული იქნება იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებისთვის და ქვეყნის მოსახლეობის სოციალურო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

„ჩვენი მთავარი გამოწვევები არის დაკავშირებული ეკონომიკასთან, სოციალურ მდგომარეობასთან, განსაკუთრებით პანდემიის გათვალისწინებით და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად ამოვიდეთ იმ კრიზისიდან, რომელიც შექმნა პანდემიამ. ბუმებრივია ეს აინტერესებს საზოგადოებას და ჩვენი კამპანია აგებული იქნება რა თქმა უნდა, იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებისთვის და ქვეყნის მოსახლეობის სოციალურო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“, - განაცხდა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics