|
2020-07-15 17:35:09, 3020 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა გავიდეს ოპოზიცია არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ მაინც დამაჯერებლად გაიმარჯვებს
„როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა გავიდეს ოპოზიცია ამ არჩევნებზე, „ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ კოალიციაშ მიმდინარე პროცესები შეაფასა. მისი განცხადებით, პროცესები რაც ხდება რადიკალურ ოპოზიციის შიგნით, მეტყველებს ერთადერთ რამეზე, რომ ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ, არის რამენაირად თუნდაც მცირე ძალაუფლების, და მცირე პოზიციების შენარჩუნება პოლიტიკაში. „ყველა არჩევნების წინ ნაციონალური მოძრაობა თავის სატელიტებით აცხადებს, რომ ისინი იგებენ არჩევნებს, ჩამოდის სააკაშვილი საქართველოში და ა.შ. ეს ხდება ყველა არჩევნების წინ უკვე რამდენიმე წელია და რამდენჯერაც მოიგეს არჩევნები და რამდენჯერ ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში, ბუნებრივია, თქვენ ძალიან კარგად იცით. აქედან გამომდინარე, ერთია რას ამბობს ოპოზიცია, მეორეა რას ვამბობთ ჩვენ და მესამეა მთავარი, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ, იმას ემთხვევა საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგები და ეს ასე იქნება 2020 წლის ოქტომბერშიც, თუმცა ამას ბუნებრივია გადაწყვეტს ხალხი და დაველოდოთ ხალხის გადაწყვეტილებას. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ დამაჯერებლად მოვიგებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. რაც შეეხება იმ პროცესებს რაც ვითარდება ოპოზიციის შიგნით, რეალურად გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ეს არის მარტივი მათემატიკური აქსიომა, შესაბამისად იგივეა, მათი რეიტინგი ჯამური არის ის, რაც არის ცალ-ცალკე და გინდა გაერთიანდნენ და გინდა დაიშალონ. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი საბოლოო სურათს ვერ შეცვლის და „ქართული ოცნება" ასეც და ისეც დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს. პროცესები რაც ხდება რადიკალურ ოპოზიციის შიგნით, მეტყველებს ერთადერთ რამეზე, რომ ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ, არის რამენაირად თუნდაც მცირე ძალაუფლების, მცირე პოზიციების შენარჩუნება პოლიტიკაში.. მათ საქმე არ აინტერესებთ",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)