09:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-15 12:15:43, 3231 ნახვა

სამართალი
გიორგი რურუა სასამართლოში დღეს ჩვენებას მისცემს

გიორგი რურუა სასამართლოში დღეს ჩვენებას მისცემს. ამის შემდეგ სასამართლო პროცესი უკვე დასკვნით ფაზაში გადავა.

როგორც რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რურუას სასამართლოს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა 18 ნოემბერს.

„დღეს დაიკითხება თავად გიორგი რურუა. ის სასამართლოს მიაწვდის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ რეალურად რა მოხდა 18 ნოემბერს. ის ისაუბრებს იმაზე, რომ ადგილზე არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა და ცეცხლსასროლი იარაღი მას თვალით არ უნახავს“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics