21:18 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 23:21:46, 4248 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი აია-სოფიაზე  - აღვასრულეთ ჩვენი 83 მილიონი მოქალაქის ნება და 1934 წელს დაშვებული შეცდომა გამოვასწორეთ

„აღვასრულეთ ჩვენი 83 მილიონი მოქალაქის ნება და 1934 წელს დაშვებული შეცდომა გამოვასწორეთ“ , - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი აია-სოფიაზე ზრუნვას გააგრძელებს, როგორც ეს წლების მანძილზე იყო.

„ფათიხის დროს ის მიღებული იყო დანგრეული სახით, შემდეგ კი ჩვენ გადავაქციეთ განძად. საუკუნეების განმავლობაში მას უვლიდნენ, აფართოებდნენ, უფრო ალამაზებდნენ. დაე, ნურავინ იღელვებს, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ აია-სოფიას, როგორც განძის, მისი კულტურული ფასეულობის შენახვას

ჩვენ აღვასრულეთ ჩვენი 83 მილიონი მოქალაქის ნება. 1934 წელს ვინ გადააქცია ის მუზეუმად? ახლა ჩვენ ვასწორებთ ამ შეცდომას. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა

ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს მტრობა სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან - პირიქით, გვაქვს პატივისცემა. ჩვენ 4-5-ჯერ მეტი საკულტო ნაგებობა გვაქვს არამუსლიმთათვის, ვიდრე ევროპაში მუსლიმებისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics