|
2020-07-14 18:26:18, 4114 ნახვა
რეგიონი
აჭარაში შემოწმება 180-მდე სასტუმრომ გაიარა
აჭარაში, ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული სტანდარტების სასტუმროებში დანერგვის პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე, უსაფრთხოების რეგულაციების მონიტორინგი რეგიონში არსებულმა 180-მდე სასტუმრომ გაიარა. მათ შორისაა, როგორც ბრენდული და მაღალი კლასის, ასევე დაბალბიუჯეტიანი და მცირე ზომის საოჯახო სასტუმროები. განთავსების ობიექტების ჩამონათვალი, რომლითაც ტურისტებს ამ ეტაპზე, აჭარაში შეუძლიათ სარგებლობა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტულ პორტალზეა Gobatumi.com განთავსებული. არსებული სია ყოველდღიურად განახლების პროცესშია და მას ეტაპოპრივად ემატება ახლადშემოწმებული სასტუმროები. რეგიონში ამოქმედებულია ძირითადი ტურისტული ატრაქციებიც. 3 თვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა ბათუმის საბაგირომაც, რომელიც შიდა ტურისტებს სპეციალური აქციის ფარგლებში ფასდაკლებებს სთავაზობს. მუშაობას აგრძელებს ბათუმის დელფინარიუმიც, სადაც დელფინების შოუები ყოველ სამშაბათს, შაბათსა და კვირას 16:00 საათზე იმართება. რეგიონის სტუმრებს საშუალება აქვთ აჭარაში ეროვნულ პარკებში, ბოტანიკურ ბაღსა და სხვა ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში იმოგზაურონ. ზღვაზე დასვენებისა და ადრენალინის მოყვარულებისთვის ნებადართულია წყლის აქტივობებიც.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)