|
2020-07-14 15:24:28, 3710 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილი: სამინისტროს ინტერესშია პარლამენტმა კანონპროექტი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამოქალაქო აქტივისტების „გავიგუდე“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის მიერ მოწონებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის შესახებ პარლამენტში განხილვის დაჩქარების საკითხი განიხილეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი კანონპროექტი საკმაოდ კომპლექსურია და ის მთლიანად შეცვლის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიდგომებს. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის შემუშავებაში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული. „საზოგადოების და კერძო სექტორის მზაობის გარეშე, ვერცერთი საკანონმდებლო ცვლილება შედეგს ვერ მოიტანს. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის შემუშავებისას ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა როგორც საჯარო, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორთან. სამინისტროს ინტერესშია პარლამენტმა კანონპროექტი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს“, -აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. „გავიგუდე“-ს წარმომადგენლებმა იმ რისკებზე ისაუბრეს, რასაც კანონპროექტის საშემოდგომო სესიაზე განხილვა გამოიწვევს. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მოხდეს და მისი მიღება დაჩქარდეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)