|
2020-07-14 12:15:24, 1236 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა გამცილებლებს ინგლისურ ენაში გადაამზადებს
საქართველოს რკინიგზის სამგზავრო ფილიალის თანამშრომლები ინგლისური ენის კურსებს გაივლიან. საუბარია იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც მგზავრებთან პირისპირ კომუნიკაცია აქვთ. გადამზადების კურსები სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში უკვე დაიწყო. რკინიგზის თანამშრომლები გაკვეთილებს კვირაში ორჯერ დაესწრებიან. გადამზადების კურსი ორი თვე გაგრძელდება. ,,სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ორიენტირებულია რკინიგზის საჭიროებებზე, შესაბამისად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გარდა, რომლითაც პირს კვალიფიკაცია ენიჭება, კოლეჯი ახორციელებს მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებს. ეს არ არის ჩვენთვის გადამზადების კურსების პირველი შემთხვევა, ამ მიმართულებით კარგი გამოცდილება გვაქვს. ვფიქრობ, ინგლისური ენის გადამზადების კურსი ყველა შემთხვევაში ეფექტური იქნება, რადგან თითოეული დეტალი წინასწარ არის განსაზღვრული. იმედი გვაქვს, რომ ეს კურსიც სრული წარმატებით ჩაივლის“, - აცხადებს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დირექტორი, მანანა მოისწრაფიშვილი.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)