19:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-12 18:47:28, 3081 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა, არიან დაშავებულები

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა, არიან დაშავებულები.

Haqqin.az- ის ცნობით, დღეს შუადღისას სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და  აზერბაიჯანელ სამხედროებს საარტილერიო დანადგარებიდან ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო იუწყება დაშავებულები ორივე მხარეს არიან და ამ წუთებში საომარ ტერიტორიებს აზერბაიჯანელი სამხედროები აკონტროლებენ. არსებული ინფორმაციით კონტორლის მოპოვების შემდეგ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენჯერმე სცადა აზერბაიჯანული პოსტების დაკავება.

დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ აზერბაიჯანულმა მხარემ კომენტარი ოფიციალურად გააკეთა.

"შეტაკებების დროს ჩვენმა მხარემ 2 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, ხოლო 5 სამხედრო დაშავდა. 

თავის მხრივ სომხური მხარე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას სრულ ინფორმაციას არ აწვდის და მხოლოდ ლოკალურ ინციდენტზე საუბრობს", -  განაცხადეს თავდაცვის უწყებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics