|
2020-07-10 17:50:58, 3317 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, ვაჟა-ფშაველას გამზირის ერთ-ერთ ცენტრალურ ზოლში 4 200-მდე კვ.მ ფართობის დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყობა. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო სივრცე კომპლექსური ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი და სხვა ურბანული ავეჯი. მოეწყობა განათების ქსელი, ბილიკები, დაიგება კენჭის ხალიჩის, ასევე, კაუჩუკის მონოლითური საფარი დრენაჟის ფუნქციით. სკვერში დაირგვება სხვადასხვა სახის მცენარე და ბალახი. რეაბილიტაციის პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „კეთილმოწყობილი და გამწვანებული დასასვენებელი სივრცეების შექმნა ჩვენი პრიორიტეტია. ამიტომ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. მიმდინარე წელს, სკვერი უკვე 14 მისამართზე განვაახლეთ და მოვაწყვეთ. ამჟამად, კიდევ სამი დასასვენებელი სივრცის პროექტი მიმდინარეობს. მათ შორის, არის ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალი. აღნიშნულ ზოლში არსებული სკვერისგან ფაქტობრივად, არაფერი იყო დარჩენილი. ჩვენი პროექტის შედეგად კი, ადგილობრივებს შეეძლებათ დასვენება ლამაზ და კეთილმოწყობილ გარემოში“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 300 000-მდე ლარს შეადგენს.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)