|
2020-07-10 11:33:15, 2538 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა
ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მედიატორთა რეესტრის შემადგენლობა დაამტკიცეს. მოხდა კომისიის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებაც და გეგმაში შემავალი სხვადასხვა საკითხების განხილვა. საუბარი შეეხო შრომის კანონმდებლობის რეფორმასაც. „დამტკიცდა შრომითი დავების მედიატორითა სია და რეესტრი, რომელიც უკვე უახლოეს მომავალში მინისტრის ბრძანებით გამოიცემა და იქნება ხელმისაწვდომი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ასევე, რაზეც დღეს მსჯელობა გვქონდა ეს არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონალური ოფისის ცვლილება. ჩვენ ვიმსჯელეთ შუა აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ოფისიდან დასავლეთის, ანუ ბუდაპეშტის ოფისში გადასვლაზე. სოციალური პარტნიორების მხრიდან დაფიქსირდა თანხმობა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული აღნიშნული ინიციატივა იყოს გაზიარებული და მოხდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმირება. რა თქმა უნდა ვიმსჯელეთ შრომის კანონმდებლობაზე და იმ მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც დღეს პარლამენტში არის, ეს არის შრომის ინსპექციის კანონი და შრომის კოდექსი“, - აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ. შეხვედრას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები, დამსაქმებელთა ასოციაციები და პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)