|
2020-07-10 11:16:59, 3100 ნახვა
კომენტარი
სულხან სალაძე - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები კომისიას აძლევს შესაძლებლობას, გრძელი ხელის საშუალებით ჩაერიოს მაუწყებლების საქმიანობაში
კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ პარლამენტთან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს აპროტესტებს. არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მომზადებულ კანონპროექტები ქმნის შესაძლებლობას, რომ მომავალში მათ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შეძლონ. სულხან სალაძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტები მარეგულირებელ კომისიას აძლევს შესაძლებლობას, რომ გრძელი ხელის საშუალებით მუდმივად ერეოდეს მაუწყებლების, ელექტრონული კომუნიკაციების, სუბიექტების საქმიანობაში. ორივე კანონპროექტი მომზადდა ერთდროულად ყოველგვარი ექსპერტული ჩარევისა და მონაწილეობის გარეშე. ესაა ნაჩქარევად მომზადებული კანონპროექტები, რომლებიც არსებითად აუარესებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის კანონპროექტყები, რომლებიც მარეგულირებელ კომისიას აძლევს შესაძლებლობას, რომ გრძელი ხელის საშუალებით მუდმივად ერეოდეს მაუწყებლების, ელექტრონული კომუნიკაციების, სუბიექტების საქმიანობაში. კანონპროექტები ქმნის შესაძლებლობას რომ მომავალში საჭიროების მიხედვით მათ შეძლონ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა“, - განაცხადა სულხან სალაძე. ცნობისთვის, დღეს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის კანონპროექტებს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)