|
2020-07-09 15:02:48, 3371 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე „ქართული ოცნებას“ - ალბათ, აშშ რუსეთი გგონიათ, სადაც ფულით შეგიძლიათ ყველაფერი მოაგვაროთ
თქვენ ალბათ, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთი გგონიათ, სადაც ფულით შეგიძლიათ ყველაფერი მოაგვაროთ, - ასე მიმართა ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშააძე ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ ამ ორი დღის განმავლობაში ჰქონდა არჩევანი, რომ პროგრესი ეჩვენებინა და რაღაც გამოესწორებინა, თუმცა მათ სხვა გზა აირჩიეს. „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიას და ეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა. „ქართულმა ოცნებამ“ კონგრესის მიერ გავრცელებული პირველი ინფორმაციის შემდეგ, სადაც საქართველოს სანქციებზე იყო საუბარი, საკუთარი მრავალრიცხოვანი არაერთი ლობისტური კომპანიების არმია შეასია კონგრესს და სენატს. აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ არგუმენტი მხოლოდ ზოგადი ფრაზეოლოგია იყო საქართველოს კრიტიკასთან დაკავშირებით. ამის საპასუხოდ „ქართული ოცნებისათვის“ კიდევ უფრო მკაცრი შესწორებები შევიდა დოკუმენტში, რომელიც დამტკიცდება სავარაუდოდ უკვე საბიუჯეტო კომიტეტზე. საბოლოო ჯამში კონგრესი და სენატი მიიღებს საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად ახალ შესწორებულ დოკუმენტს. დოკუმენტში საუბარია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად. საუბარია სასამართლოში გამეფებულ კლანურ მმართველობაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ქვეყანაში, საუბარია მედია თავისუფლებაზე, საუბარია პოლიტიკოსების მიმართ ანგარიშსწორებაზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ მმართველობაზე, რომელსაც არც ერთ შემთხვევაში არ შეეგუება ამერიკის შეერთებული შტატები“, - განაცხადა ვაშაძემ. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, სანქციების თავიდან აცილების ერთადერთი გზა ამერიკელი პარტნიორების მოთხოვნების შესრულებაა. „ქართულ ოცნებას“ ამ ორი დღის განმავლობაში ჰქონდა არჩევანი, რომ პრობლემურ წერტილებზე პროგრესი ეჩვენებინა და რაღაც გამოესწორებინა, თუმცა მათ აირჩიეს სხვა გზა. ეგონათ, რომ ფულით კონგრესში და სენატში რამეს გადაწყვეტდნენ. ერთადერთი გზა, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იმ სანქციებს აგვარიდებს, რომელზეც საუბარია ამ დოკუმენტში, არის ის, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოთ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მხრიდან მომდინარეობს. დაუყოვნებლივ ხელი აიღოთ ქართული დემოკრატიის ხელყოფიდან, ჩაატაროთ სამართლიანი არჩევნები და მოემზადოთ ოპოზიციაში გადასვლისათვის. იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა საქართველოში დემოკრატიული განვითარების. ყელში ამოუვიდა ყველას უკვე თქვენი მავნებლობა, რის გამოც ზიანს იღებს ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინტერესები. შეუქცევადია ეს პროცესი, რაც არ უნდა ფული დახარჯოთ ლობისტებში, ვინც არ უნდა ჩარიოთ, ეს არ შეიცვლება! ლობისტი არ წყვეტს ამას. ამას წყვეტენ ის ამერიკელი პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი. წყვეტენ ის პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც სულერთი არ არის, როგორი მმართველობა იქნება საქართველოში. ამერიკას სჭირდება ძლიერი საქართველო, როგორც წამყვანი პარტნიორი რეგიონში. თქვენ ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებით. სწორედ, ამიტომ განაჩენი გამოგიტანათ საერთაშორისო საზოგადოებამ და ასევე განაჩენს გამოგიტანთ ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს ქართული არჩევნებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)