|
2020-07-09 11:52:11, 3438 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის დახმარების 15%-ით შესაძლო შემცირების შესახებ, რამდენიმე ცვლილება დაემატა
აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტში დაემატა მოთხოვნები, რომელიც გავლენას მოახდეს იმაზე, შეუჩერდება თუ არა საქართველოს აშშ-ს დახმარება 15%-ით. „სახელმწიფო მდივანმა უნდა განსაზღვროს, რომ საქართველოს მთავრობა საარჩევო რეფორმას ეფექტურად ახორციელებს. ამასთანავე, სასამართლო დამოუკიდებლობას იცავს, როგორც აღმასრულებელ,ასევე საკანონმდებლო ჭრილში. ჩასწორებაში მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობამ ეფექტურ ნაბიჯებს დგამს საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავად ხელმისაწვდომობისთვის. ასევე, სახელმწიფო მდივანმა კონგრესს უნდა მიაწოდოს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიებისა და მედიის დამოუკიდებლობას იცავს. ცვლილებებში მითითებულია ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეზღუდოს ოლიგარქების არაფორმალური ზეგავლენა ხელისუფლების ფუნქციებზე“, - ვკითხულობთ დამატებაში. ცნობისთვის, 7 ივლისს აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 2021 წლიდან საქართველოს შესაძლოა აშშ-ს დახმარება 15%-ით შეუმცირდეს. კანონპროექტის თანახმად, დახმარების 15% უნდა შეჩერდება მანამ, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ განსაზღვრავს, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები გამყარდა, ქვეყანაში არის დემოკრატიული გარემო. ამასთანავე, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ბიზნესგარემო უნდა გაუმჯობესდეს, შემცირდეს კორუფციის დონე და გაუმჯობესდეს მთავრობის ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. დოკუმენტის თანახმად, საქართველოსთვის გამოყოფილია იქნება არანაკლებ $132,025,000-ის რაოდენობის დახმარება.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)