|
2020-07-08 12:40:54, 4364 ნახვა
კომენტარი
გიორგი კანდელაკი - მოვუწოდებ მთავრობას რეგულაციების დაწესებით გახსნას სახმელეთო საზღვარი თურქეთთან
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, სავალდებულო კარანტინის გავლა იმ ქვეყნებიდან დაბრუნებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარს კარანტინის გარეშე გვიხსნიან დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს. „სრულიად გაუგებარია რატომ ვთხოვთ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს რომ გაიარონ 14 დღიანი კარანტინი იმ შემთხვევაშიც კი თუკი ისინი იმყოფებოდნენ ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს საზღვარი გახსნილი კარანტინის გარეშე. რა დისკრიმინაციას აქვს ადგილი? მოვუწოდებ მთავრობას ეს გადაწყვეტილება შეცვალონ, ასევე მოვუწოდებ მთავრობას, რომ გააფართოონ ამ ქვეყნების ნუსხა, რომელთათვისაც ჩვენ ვხსნით საზღვრებს. ჩვენ მოვუწოდებ მთავრობას გახსნას სახმელეთო საზღვარი თურქეთთან, ოღონდ რეგულაციებით, ტესტირებით და თუ საჭიროა სხვა დამატებითი შეზღუდვებით“, - განაცხადა კანდელაკმა. შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 14 ე.წ მწვანე ქვეყნებიდან დაბრუნებული მოქალაქეები სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)