|
2020-07-08 11:43:26, 18443 ნახვა
ომი უკრაინაში
ეზუგბაია - კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი იმპორტირებულია, ერთი კი შიდა გადაცემას უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი იმპორტირებულია, ხოლო ერთი შიდა გადაცემის ფაქტს უკავშირდება. მისი თქმით, ინფიცირებულებს შორის სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. „დღევანდელი მონაცემებით, ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. იყო 958 და ახლა არის 963 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული მხოლოდ სამი პაციენტია. იყო 838 და ამჟამად არის 841. ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს. ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ამ ოთხიდან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო ერთი საკარანტინო ზონიდან დადასტურებული შემთხვევა. მეხუთე შემთხვევა არის დადასტურებული კონტაქტის კონტაქტი, ანუ შიდა გადაცემა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ერთი ახალი პაციენტი დაემატა, ხოლო სამი გამოჯანმრთელდა. მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე კორონავირუსის დიაგნოზით 22 პაციენტი მკურნალობს. „ახალი დადასტურებული შემთხვევა არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. მისი მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია, არსად არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)