|
2020-07-08 11:31:22, 3987 ნახვა
რეგიონი
შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება. შპს „საქართველოს მელიორაცია“ გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რებილიტაციას ახორციელებს. პროექტი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსხური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 22 კმ სარწყავი არხი რეაბილიტირდება. სამუშაოები ითვალისწინებს მაგისტრალური არხის 8,6 კმ-იანი მონაკვეთის წმენდას, ხოლო 13,4 კმ-ზე რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობას. ჩატარებული სამუშაოები სოფელ ქვემო არცევის, დიდი გარეჯვარის, პატარა გარეჯვარის, სათემოს, ციცაგიანთკარის 525 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდებას. პროექტის ღირებულებაა 2 817 000 მლნ ლარი. შიდა ქართლში საირიგაციო სისტემებზე დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე და შიდა ქართლის მხარის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნენ. ტირიფონის სარწყავ სისტემაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)