|
2020-07-07 23:26:14, 4195 ნახვა
რეგიონი
გოგი მეშველიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანაგარიში წარადგინა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა მოქალაქეებს, მედიისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საკარანტინო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანაგარიში წარუდგინა. გოგი მეშველიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საკარანტინო მდგომარეობის პერიოდში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე დეტალურად ისაუბრა. მაჟორიტარის ანგარიშს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმოამდგენლებთან ერთად დაესწრნენ. ანგარიში გოგი მეშველიანმა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში წარადგინა. „ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინო მდგომარეობის გამოცხადების პირველი დღიდანვე ჩვენი მაჟორიტარი გოგი მეშველიანი აქტიურად ჩაერთო კორონავირუსის პრევენციისთვის განხორციელებულ ყველა ღონისძიებაში. ის, საგანგებო შტაბთან ერთად, ფაქტობრივად 24 საათი მუშაობდა, რათა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს თავი უსაფრთხოდ ეგრძნო. ჩვენმა მუნიციპალიტეტმა შეძლო, თოთოეული მოქალაქის საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება. კარანტინის პერიოდში მოსახლეობას საკვებით, მედიკამენტებითა და სხვადასხვა სერვისით უზრუნველვყოფდით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუნიციპალიტეტმა ამ გამოწვევას თავი წარმატებით გაართვა, ამ წარმატებაში კი, რა თქმა უნდა, უდიდესი წვლილი ბატონ გოგის მიუძღვის, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. კოორდინაციულმა მუშაობამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პანდემიისა და საგანგებო სიტუაციებისას ერთიანობას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ კარანტინი მუნიციპალიტეტში გართულებების გარეშე დავასრულეთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)